воскресенье, 3 апреля 2011 г.

პროექტი


  პროექტის პრეზენტაცია
  1. პროექტის სახელწოდება:რომელ ვალუტაში სად და როდის შეიტანოს თანხა მეანაბრემ?
  2.    პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:რომელ ვალუტაში სად და როდის იქნება ხელსაყრელი თანხის შეტანა.
  3.  პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისეთი ცოდნისა და უნარ–ჩვევების განვითარებას, როგორიცაა ინფორმაციის მოძიება და დახარისხება,პროცენტის გამოთვლა , ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.
  4.   პროექტის მიზნები:პროცენტებზე მოქმედებების ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში, კერძოდ საბანკო ოპერაციების წარმოებისას.
  5.   მონაწილეთა ასაკი: მაღალი კლასები.
  6.    ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.
  7.   მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შეისწავლონ ლარის დოლარზე გადაყვანა,დოლარის ლარზე გადაყვანა,ვალუტის ცვლილება,მოსწავლეები პროექტის შედეგების მიხედვით შექმნიან ბლოგს, რომელზეც განათავსებენ კვლევის შედეგებს, მოძიებულ ფოტო და ვიდეო მასალებს.
  8.   პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:ისტ–ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება, დაფა, ცარცი, წიგნი.
  9. პროექტის მსვლელობა  (ძირითადი აქტივობები):დაკვირვების და ანალიზის ობიექტი იქნება ზეპირიპრეზენტაცია, მსჯელობა,წერითი სამუშაო.წინასწარ უნდა იცოდნენ პროცენტების გამოთვლა, დაკვირვების მიზნით ცხრილის შედგენა.ჯგუფებად დაყოფა ყველა დონის 
  10.   რომ იყოს ჯგუფში, ერთ ჯგუფს დაევალება ბანკების მოძიება, მეორე ჯგუფს– ვალუტის კურსების ცვლილებაზე დაკვირვება ანალიზი. 
  11.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საბუნებისმეტყველო საგნები.
  12.    პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინა ცუცქირიძე.    ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:tsutskiridzemarina@gmail.com   პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგიtsutskiridzemarina.blogspot.com.