პროექტის პრეზენტაცია
- პროექტის სახელწოდება:რომელ ვალუტაში სად და როდის შეიტანოს თანხა მეანაბრემ?
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით:რომელ ვალუტაში სად და როდის იქნება ხელსაყრელი თანხის შეტანა.
- პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისეთი ცოდნისა და უნარ–ჩვევების განვითარებას, როგორიცაა ინფორმაციის მოძიება და დახარისხება,პროცენტის გამოთვლა , ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.
- პროექტის მიზნები:პროცენტებზე მოქმედებების ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში, კერძოდ საბანკო ოპერაციების წარმოებისას.
- მონაწილეთა ასაკი: მაღალი კლასები.
- ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა.
- მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შეისწავლონ ლარის დოლარზე გადაყვანა,დოლარის ლარზე გადაყვანა,ვალუტის ცვლილება,მოსწავლეები პროექტის შედეგების მიხედვით შექმნიან ბლოგს, რომელზეც განათავსებენ კვლევის შედეგებს, მოძიებულ ფოტო და ვიდეო მასალებს.
- პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:ისტ–ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება, დაფა, ცარცი, წიგნი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):დაკვირვების და ანალიზის ობიექტი იქნება ზეპირიპრეზენტაცია, მსჯელობა,წერითი სამუშაო.წინასწარ უნდა იცოდნენ პროცენტების გამოთვლა, დაკვირვების მიზნით ცხრილის შედგენა.ჯგუფებად დაყოფა ყველა დონის
- რომ იყოს ჯგუფში, ერთ ჯგუფს დაევალება ბანკების მოძიება, მეორე ჯგუფს– ვალუტის კურსების ცვლილებაზე დაკვირვება ანალიზი.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საბუნებისმეტყველო საგნები.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინა ცუცქირიძე. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:tsutskiridzemarina@gmail.com პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: tsutskiridzemarina.blogspot.com.